logo_geo
eng_logo
ირაკლი ქადაგიშვილი: ბულინგი, ღირსების აბუჩად აგდება მიუღებელია, ადამიანური სახე არ უნდა დავკარგოთ
- +

28 იანვარი. 2022. 14:58

 

„ბულინგი, ადამიანის ღირსების აბუჩად აგდება მიუღებელია“, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

 

ქადაგიშვილმა კომენტარი გააკეთა სოციალურ ქსელში და შემდეგ რამდენიმე მედიასაშუალებით გავრცელებულ ვიდეოზე, სადაც პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე შვილთან ერთად არის ასახული.

 

ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, ადამიანებმა ადამიანური სახე არ უნდა დაკარგონ.

 

„ჩვენს საზოგადოებაში, როგორც მავნე სენი, ისე გავრცელდა ბულინგი, ადამიანის ღირსების აბუჩად აგდება, რაც აბსოლუტურად მიუღებელია. მით უმეტეს, თუ არასრულწლოვანი ბავშვი ფიგურირებს. მნიშვნელობა არ აქვს, პოლიტიკური ლიდერია ადამიანი, თუ ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქე. ამის ატაცება და გაზიარება, მით უმეტეს მედიის მხრიდან, რა თქმა უნდა, მიუღებელი და დაუშვებელია. ადამიანებმა ადამიანური სახე არ უნდა დავკარგოთ, ესაა ყველაზე მთავარი“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner