logo_geo
eng_logo
ბორჯომის მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრების სტატუსი 4000-მდე პირს მიენიჭა
- +

4 აგვისტო. 2016. 14:11



ბორჯომის მუნიციპალიტეტის ცნობით, მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრების სტატუსი 4000-მდე პირს უკვე მიენიჭა.  პირველადი მინიჭების წესით სტატუსი 3000-მა პირმა მიიღო, ხოლო შემოსული განცხადებების საფუძველზე 825 მოქალაქეს მიენიჭა.


ბორჯომის გამგებლის დიმიტრი ყიფიანის განცხადებით, მუნიციპალიტეტში მაღალმთიანი დასახლების სახელით დღეს 22 სოფელი და 2 დაბა სარგებლოს. მათგან პირველ ეტაპზე სტატუსი მუნიციპალიტეტის 16 სოფელსა და 1 დაბას მიენიჭა.


„სხვა სოფლების თავიდანვე შეყვანა სრულყოფილი მონაცემების არ არსებობის გამო ვერ მოხერხდა. რის გამოც მუნიციპალიტეტში შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ ერთიანი დამუშავებული ინფორმაციის საფუძველზე შუამდგომლობით მიმართა საქართველოს მთავრობას. სწორედ აღნიშნული ინფორმაციის გათვალისწინებით, მოხდა შემდგომ 6 სოფლისა და 1 დაბის დამატება", - განაცხადა გამგებელმა.


მაღალმთიანი რეგიონების შესახებ კანონი 2016 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა და ითვალისწინებს მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისათვის მთელი რიგი შეღავათების დაწესებას.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner