„სინამდვილეში რასაც თქვენ ყიდვას ეძახით, ეგ იჯარააა და რასაც საკუთრებას ეძახით, ეგ ვალდებულებებით დატვირთული შეთანხმება, რომელიც კანონის სრული დაცვით, ელექტრონული აუქციონის წესით მოხდა“, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე, პრემიერ-მინისტრზე ოპოზიციური არხების მიერ განხორციელებულ ბრალდებებს.
„თემა რომ გამოელევა ხოლმე ოპოზიციას, რამე ხომ უნდა მოიფიქრონ და ახლა ახალი ნარატივი გამოაცხვეს: - პრემიერმა ტყე იყიდაო... ელექტრონულ აუქციონზე თუ გსმენიათ? ან ვალდებულებებზე თუ რაიმე გაგიგიათ, რაც იმ იჯარას ახლავს? მაგრამ მთავარი ხომ სათაურია, რომ რამენაირად თემა ააგოროთ? იმის იქით რა ხდება არ გაინტერესებთ... არადა სინამდვილეში რასაც თქვენ ყიდვას ეძახით, ეგ იჯარააა და რასაც საკუთრებას ეძახით, ეგ ვალდებულებებით დატვირთული შეთანხმება, რომელიც კანონის სრული დაცვით, ელექტრონული აუქციონის წესით მოხდა... P.S. ძველი პრაქტიკა ხომ ყველას ახსოვს? ღამე გადაფორმებული ქონებები, გაჩუქებული სახელმწიფო საკუთრებები? ჰოდა, ეგ ხალხი ვინც ხელს უწყობდა სახელმწიფოს დატაცებას დღეს გვესაუბრება, რომ გამჭვირვალე აუქციონი, იჯარა თავისი ვალდებულებებით დანაშაულიაო“, - წერს ქადაგიძე Facebook-ზე.