logo_geo
eng_logo
გია გაბრიჭიძე: ძალიან კარგად მახსოვს, თუ როგორ იჩეხებოდა ბორჯომის მიმდებარე ტყეები, როგორ გადიოდა თურქეთში და ყველაზე დიდი სახერხი ვანო მერაბიშვილის ბიძას ეკუთვნოდა
- +

28 იანვარი. 2022. 17:33

 

„მახსოვს, როგორ მომცა კურთხევა ჩემმა მამიდაშვილმა მამა დავითმა, რომ ტყიბულში უმოწყალოდ გაჩეხილი წიფელის მასივების შესახებ ტელევიზიითა და გაზეთით განგაში ამეტეხა. ამას სპეციალური გადაცემაც მივუძღვენი „ობიექტივში“ და „საქართველოს რესპუბლიკაში“ სტატიაც გამოვაქვეყნე, მაგრამ როგორც „ნაცების“ წესი იყო, ყურიც არავინ გააპარტყუნა“, - ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში ექსპერტი გია გაბრიჭიძე პრემიერ-მინისტრზე ოპოზიციური არხების მიერ განხორციელებულ ბრალდებებს.

 

„ძალიან კარგად მახსოვს, თუ როგორ იჩეხებოდა ბორჯომის მიმდებარე ტყეები, როგორ გადიოდა თურქეთში და ყველაზე დიდი სახერხი ვანო მერაბიშვილის ბიძას ეკუთვნოდა. მახსოვს, როგორ მომცა კურთხევა ჩემმა მამიდაშვილმა მამა დავითმა, რომ ტყიბულში უმოწყალოდ გაჩეხილი წიფელის მასივების შესახებ ტელევიზიითა და გაზეთით განგაში ამეტეხა. ამას სპეციალური გადაცემაც მივუძღვენი „ობიექტივში“ და „საქართველოს რესპუბლიკაში“ სტატიაც გამოვაქვეყნე, მაგრამ როგორც ნაცების წესი იყო, ყურიც არავინ გააპარტყუნა. და დღეს იმ გაჩეხილი ტყეების ფულით გამაძღარი ხალხის მიერ დაქირავებული ტიპები „სკანდალურ“ სიუჟეტს „აკეთებენ“ (ზუსტადაც რომ აკეთებენ) პრემიერის მეუღლის მიერ სრულიად კანონიერად 6000 კვ.მ ტყის მასივის იჯარით აღების შესახებ და ასევე ყველასთვის ცნობილია, რომ მსგავსი ტიპის იჯარა თავის თავში გულისხმობს უამრავ ვალდებულებას, რომელთაგან უმთავრესი ტყის მოვლა-პატრონობაა.

 

აზრი არა აქვს ამ „სიუჟეტის“ გამოთაყვანებულ-თვალებიანი „ავტორებისთვის“ რაიმეს ახსნას. აზრი არა აქვს, რადგან მათ და მათმა პატრონებმა ტყე მხოლოდ გაჩეხვისთვის იციან. უბრალოდ ხალხმა უნდა გაიგოს სიმართლე და არ წამოეგოს ამ ჟუუურრრნნალისტების მორიგ სიბინძურეს“, - წერს გაბრიჭიძე facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner