logo_geo
eng_logo
ზაალ ანჯაფარიძე: ქვეყანაში მშვიდობაზე პასუხისმგებელი ხელისუფლებაა და 2012 წლიდან მშვიდობიანი ცხოვრებით ვცხოვრობთ. თუმცა, არიან ისეთებიც, ვისაც მშვიდობა მობეზრდათ...
- +

28 იანვარი. 2022. 17:40

 

„ყველაზე უფრო მეტად, რაც დღეს და თვალსაწიერ მომავალში სჭირდება უკრაინას, ეს არის მშვიდობა. ის არანაკლებ, თუ უფრო მეტად არა სჭირდება უკრაინაზე გაცილებით პატარა საქართველოს“, - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე.

 

როგორც ანჯაფარიძე განმარტავს, ქვეყანაში მშვიდობაზე პასუხისმგებელი ხელისუფლებაა და 2012 წლიდან დღემდე ჩვენ მშვიდობიანი ცხოვრებით ვცხოვრობთ. თუმცა, როგორც ჩანს, არიან ისეთებიც, ვისაც მშვიდობა მობეზრდათ და როგორც ამასწინათ სააკაშვილმა განაცხადა, „დრაივი“ მოენატრათ.

 

„ყველაზე უფრო მეტად, რაც დღეს და თვალსაწიერ მომავალში სჭირდება უკრაინას, ეს არის მშვიდობა. ის არანაკლებ. თუ უფრო მეტად არა სჭირდება უკრაინაზე გაცილებით პატარა საქართველოს, რომელიც სამწუხაროდ არ არის განებივრებული საერთაშორისო მხარდაჭერის იმ მასშტაბებით, რაც უკრაინას აქვს. მე ამ კუთხით მივუდგებოდი ყველა იმ საგარეოპოლიტიკურ ნაბიჯს, მათ შორის მხარდამჭერ რეზოლუციას, რომელსაც ოფიციალური თბილისი ახორციელებს და რომელთა მიმართაც მყვირალა რადიკალური ოპოზიციის გარდა, არავის საყვედური ჯერ არ დასცდენია. ქვეყანაში მშვიდობაზე პასუხისმგებელი ხელისუფლებაა და 2012 წლიდან დღემდე, ჩვენ მშვიდობიანი ცხოვრებით ვცხოვრობთ. თუმცა, როგორც ჩანს, არიან ისეთებიც, ვისაც მშვიდობა მობეზრდათ და როგორც ამასწინათ სააკაშვილმა განაცხადა, „დრაივი“ მოენატრათ. მათი „Drive“ კი ყველას გვახსოვს“, - წერს ანჯაფარიძე facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner