logo_geo
eng_logo
თამთა მეგრელიშვილი: ვინ დათვლის გიული ალასანიას მიერ ტენდერში გამიზნულად ერთპიროვნულ მონაწილეობასა და „ნაყიდ“ არაერთ ქონებას
- +

28 იანვარი. 2022. 18:34

 

საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება ირაკლი ღარიბაშვილზე გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, თითქოს ბაკურიანში მდებარე სახელმწიფო ტყის ფონდის მასივი თავის ოჯახს აჩუქა.

 

მეგრელიშვილი იხსენებს, როგორ ჰქონდა მითვისებული მთელი საქართველოს ბიუჯეტი სააკაშვილს და მის ოჯახს. როგორ მონაწილეობდა გიული ალასანია ერთპიროვნულად სხვადასხვა ტენდერებში.

 

მისი თქმით, სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერაა პრემიერზე გავრცელებული ინფორმაცია, რაც მიზნად ისახავს მის დისკრედიტაციას.

 

„ყველას გვახსოვს, საქართველოს პრეზიდენტმა მთელი საქართველოს ბიუჯეტი როგორ იჩუქა, რადგან სახელმწიფოს ბიუჯეტი თავისი ჯიბის ფული ეგონა. ასევე, ვინ დათვლის მისი ოჯახის, მაგალითად გიული ალასანიას მიერ ტენდერში გამიზნულად ერთპიროვნულ მონაწილეობასა და „ნაყიდ“ არაერთ ქონებას. აღარაფერს ვამბობ ნახევარი საქართველოსთვის ჩამორთმეულ და ღამით სახელმწიფოზე საჩუქრად გადაცემულ ქონებებზე. ოპოზიციაში არიან და ახლა საკუთარ მომხრეებს აწერენ ფულს. სწორად მიხვდით, ვსაუბრობ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ და დიახ, ეს მათი ხელწერაა. დღეს გაავრცელეს ინფორმაცია, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბაკურიანში მდებარე სახელმწიფო ტყის ფონდის მასივი საკუთარ თავს, ოჯახს აჩუქაო. პარტიულმა ტელევიზიებმა აიტაცეს ეს თემა და ლამის ამით გახსნეს ყველა საინფორმაციო. აი, რეალურად რა მოხდა - 2021 წლის 17 დეკემბერს, კანონმდებლობის სრული დაცვით, გამოცხადდა ელექტრონული აუქციონი, აუქციონი იყო გამჭვირვალე და კანონიერი, მასში მონაწილეობა საქართველოს თითოეულ მოქალაქეს შეეძლო ანუ ნებისმიერ იურიდიულ და ფიზიკურ პირს, მათ შორის ამ უფლებით სარგებლობდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მეუღლეც. გამოცხადებულ აუქციონში აუქციონის პირობების სრულყოფილად დაკმაყოფილებით გაიმარჯვა მან და 5958 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი მას 49-წლიანი იჯარით გადაეცა, მთელი რიგი ვალდებულებების, მათ შორის ტყის საფარის მოვლა/პატრონობის უზრუნველყოფის გათვალისწინებით. სულ ესაა... ახლა რომ გაჰკივიხართ, მიგეღოთ თქვენც მონაწილეობა, რა იცით, იქნებ გაგემარჯვათ“, - წერს მეგრელიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner