logo_geo
eng_logo
ლევან ნიკოლეიშვილი: პრემიერის მეუღლეს აუქციონში მიუღია მონაწილეობა და გაიმარჯვა. მას მიწის ნაკვეთი გადაეცა იჯარით - უკაცრავად, არ შეიძლება თუ არ ჰქონდა უფლება?
- +

28 იანვარი. 2022. 18:34

 

 

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი პრემიერ-მინისტრის მეუღლისთვის ტყის იჯარით გადაცემას ეხმიანება და წერს, რომ პრემიერის მეუღლემ აუქციონში მიიღო მონაწილეობა და გაიმარჯვა. მას მიწის ნაკვეთი გადაეცა იჯარით, მთელი რიგი ვალდებულებებით, მათ შორის ტყის საფარის მოვლა/პატრონობის უზრუნველყოფით.

 

„ცნობის ფურცელი, ცნობის ფურცელი“... რატომღაც ეს ფრაზა ამეკვიატა, ნაც-ტელევიზიების „სკანდალებთან“ დაკავშირებით, დღე არ გავა, ვიმეორებ, დღე არ გავა, რაღაც არ გამოაგდონ-შემოაგდონ. ძირითადად კი, რაღაც ისეთი უნდა იყოს, რამაც ან ადამიანები უნდა დაზაფროს და პანიკაში ჩააგდოს ან ვიღაცის დისკრედიტაცია უნდა სცადონ. რაც მთავარია, ინფორმაცია უნდა იყოს სკანდალური, მე შენ გეტყვი და არ ჰყავთ ისეთი ამბის მაუწყებლები, რომ ხმა არა აქვთ შესაფერისი თუ შემართება (ცხადია, ცოდნა, განათლება, ფაქტების დაზუსტება და ინფორმაციის გადამოწმება მათთვის აუცილებელი არ არის!). სწორედ ასეთ ამბავს ემსახურება მათი მორიგი „ლოზუნგი“ - პრემიერის ცოლს ტყე აჩუქეს! - ჟღერს არა, წარმოიდგინე ოჯახთან ერთად სხედან ტელევიზორთან და იქიდან გამოგიცხადებენ „ტყე აჩუქეს“, და რა უნდა წარმოიდგინო - მთელი ტყე ვიღაცას აჩუქეს, და შენ, რომ მოგინდეს ტყეში გასვლა ან გასეირნება, იქ ვერ შეხვალ, ვინაიდან ეს ტყე სხვისია, უფრო მეტიც, ვიღაცას ადგნენ და აჩუქეს. ამ დროს რა ხდება - ან ბრიყვულად იჯერებ (თუმცა ძნელია, ამ ამბის მთხრობელებს იმდენი ტყუილი აქვთ ნათქვამი ამ ბოლო დროს!), ან უბრალოდ ცდილობ გაერკვე რა ხდება და: რომ პრემიერის მეუღლეს, რომელიც ასევე საქართველოს სრულუფლებიანი მოქალაქეა, აუქციონში მიუღია მონაწილეობა, სადაც გაიმარჯვა, გაიმარჯვა და მიწის ნაკვეთი მას გადაეცა იჯარით, მთელი რიგი ვალდებულებების, მათ შორის ტყის საფარის მოვლა/პატრონობის უზრუნველყოფის გათვალისწინებით! უკაცრავად, არ შეიძლება თუ არ ჰქონდა უფლება? რამე არის დამალული ან ჩუმად გაკეთებული?! აბა ახლა გავიხსენოთ, ვისი დავალებით და ვისი რუპორები არიან აღშფოთებულ-შეშფოთებულები?! ისინი ხომ არა, ვისი მმართველობის დროს, ღამ-ღამობით ხდებოდა უამრავი ბიზნესის და ქონების, დაწყებული ავტომობილებიდან, დამთავრებული საცხოვრებელი სახლების „ნებაყოფლობით“ გადაფორმება, და ყველა იყო „კმაყოფილი“. მათმა ბელადმა კი სულაც ბიუჯეტიდან 9 მილიონი იჩუქა...

 

დღეს კი ვიღაცებია უკმაყოფილო, რას ვიზამთ, რას ვიზამთ...“ - წერს ნიკოლეიშვილი facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner