logo_geo
eng_logo
ნინო ფოჩხუა: კარგად იციან ხაბეიშვილმა და ბოტკოველმა სიმართლე, მაგრამ იმ შლეგს ხომ უნდა ასიამოვნონ?
- +

28 იანვარი. 2022. 18:36

 

„ეტყობა თავისი ბელადის და მისი მონების მმართველობის წლებში ერევათ ეს დრო. სად იყო მაშინ ან ელექტრონული აუქციონი ან სამართლიანი ტენდერი, ქონების დაუფლების ერთადერთი გზა ხომ ძალადობა და სამთავრობო რეკეტი იყო“, - ასე ეხმიანება facebook-მომხმარებელი ნინო ფოჩხუა პრემიერ-მინისტრზე ოპოზიციური არხების მიერ განხორციელებულ ბრალდებებს.

 

„დღე არ გავა, ახალი თემა არ წამოსწიონ. ვინ, ვინ და „ნაცმოძრაობის“ წევრებს ნამდვილად არ აქვთ მორალური უფლება, ვინმე გააკრიტიკონ ან საერთოდ ხმა ამოიღონ. ეტყობა, თავისი ბელადის და მისი მონების მმართველობის წლებში ერევათ ეს დრო. სად იყო მაშინ ან ელექტრონული აუქციონი, ან სამართლიანი ტენდერი, ქონების დაუფლების ერთადერთი გზა ხომ ძალადობა და სამთავრობო რეკეტი იყო. ყველაფერი სიცრუესა და ფარსზე იყო აგებული. დღეს, როცა ყველაფერი გამჭვირვალეა, როგორ წარმოგიდგენიათ, პრემიერმა „აჩუქოს“ მეუღლეს ტყის მასივი. კარგად იციან ხაბეიშვილმა და ბოტკოველმა სიმართლე, მაგრამ იმ შლეგს ხომ უნდა ასიამოვნონ?

 

რა შეეხება მოცემულ ელექტრონულ აუქციონს, ის ჩატარდა ღიად, კანონის სრული დაცვით, არა მარტო პრემიერის მეუღლეს, ხაბეიშვილსაც შეეძლო მონაწილეობის მიღება და 49-წლიანი იჯარა, მთელი რიგი ვალდებულებებით, ჩუქებას ნიშნავს? პრემიერის ოჯახს უფლება არ აქვს თავისი ქვეყნის ყველა მოქალაქის თანასწორი იყოს? ჩემი შენ გითხარიო პრინციპი მოგიძველდათ, ხალხი კარგსაც ხედავს და ცუდსაც, ამიტომ იქნებ გადაგეხედათ ბრძოლის მეთოდებისთვის, ხომ ხედავთ თქვენი ბელადის ჩამოსვლამაც ვერ გიშველათ, 8%-ზე დახვედით, ამიტომ იფიქრეთ და შეეშვით ამ სიგიჟეებს“, - წერს ფოჩხუა facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner