logo_geo
eng_logo
საქართველოს პარლამენტში ფინეთის რესპუბლიკის დელეგაციასთან შეხვედრა გაიმართა
- +

28 იანვარი. 2022. 18:51

 

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ფინეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი მარიამ ლაშხი და მეგობრობის ჯგუფის წევრები საქართველოში ვიზიტად მყოფი ფინეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციის წევრებს შეხვდნენ.

 

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის და თანამშრომლობის გაღრმავებას და გააქტიურებას შეეხო, მათ შორის, განსაკუთრებული ყურადღება საპარლამენტო კავშირების განმტკიცებას დაეთმო. შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე.

 

„შეხვედრაზე ორმხრივ ურთიერთობებზე საუბრისას, განსაკუთრებული აქცენტი განათლების, თავდაცვისა და უსაფრთხოების, ევროკავშირთან დადებული ასოცირების შეთანხმების შესრულების მიმართულებებზე და ჩვენი ქვეყნის მიმართ ფინეთის მხარდაჭერაზე გაკეთდა. საუბარი შეეხო ასევე ეკონომიკურ ურთიერთობებს, საინვესტიციო მიმართულებას და სავაჭრო კავშირების გააქტიურებას და იმედი გვაქვს, რომ ამ მიმართულებითაც უფრო ინტენსიური გახდება ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა. ვისაუბრეთ ასევე პოტენციურ პროექტზე TAIEX-ის ან TWINING-ის ფარგლებში საერთო პროექტის ინიცირებაზე. ბუნებრივია, განსაკუთრებული ყურადღება საპარლამენტო და საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების გაღრმავებას დაეთმო. მნიშვნელოვანია, რომ მაისში დაიგეგმა ფინეთის პარლამენტის მეგობრობის ჯგუფის ვიზიტი საქართველოში, რომელიც ორ ქვეყანას შორის კავშირების კიდევ უფრო გაღრმავებას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა მარიამ ლაშხმა შეხვედრის შემდეგ.

 

შეხვედრაში მონაწილეობდნენ პარლამენტის წევრები ხათუნა კვიციანი, ფრიდონ ინჯია, როსტომ ჩხეიძე.

 

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა ფინეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კირსტი ნარინენი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner