logo_geo
eng_logo
პრეზიდენტი: სრულ სოლიდარობას ვუცხადებ უკრაინას, იმედი მაქვს, რომ რუსეთი არ გამოიყენებს აგრესიას, იმიტომ რომ ასეთ ქმედებებს შედეგი არ მოაქვს
- +

28 იანვარი. 2022. 19:14

 

„სრულ სოლიდარობას ვუცხადებ უკრაინას. იმედი მაქვს, რომ რუსეთი არ გამოიყენებს იმავე აგრესიას, რაც გამოიყენა თავის დროზე საქართველოს მიმართ, იმიტომ რომ ასეთ ქმედებებს შედეგი არ მოაქვს“, - ამის შესახებ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

 

მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ უკრაინის გარშემო შექმნილი სიტუაცია დიალოგის რეჟიმში გადავა.

 

„დღევანდელი მსოფლიო არის სხვა. მე-20 საუკუნისთვის დამახასიათებელი ქმედებები ანაქრონულია და ამ მიდგომებით მსოფლიო ვერ დაძლევს იმ გლობალურ საფრთხეებს, რომელიც არსებობს. ასე რომ, იმედს გამოვთქვამ, რომ ეს სიტუაცია გადავა დიალოგის ფორმატში“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner