logo_geo
eng_logo
მაია ბითაძე: ტყის დროებით სარგებლობაში გადაცემა დაშვებულია მთელ მსოფლიოში და დაშვებული იყო „ნაცმოძრაომის“ მმართველობის დროსაც
- +

28 იანვარი. 2022. 20:01

 

 

„აბსოლუტურად სამარცხვინოა „ნაცმოძრაობის“ წევრებისგან შეძახილები გარემოსა და ტყეების დაცვაზე. ეს პოლიტიკური ძალა დაახლოებით 10 წლის განმავლობაში დაკავებული იყო გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დერეგულაციით“, - ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ განაცხადა.

 

„ასეთი ტიპის აუქციონები, რომელზეც ისინი საუბრობენ, ყოველწლიურად უამრავი ტარდება. ტყის ფონდი ყოველთვის გაიცემოდა და გაიცემა იჯარით მოვლა-პატრონობის ვალდებულებით. აუქციონში მონაწილეობის უფლება ჰქონდა ყველას, მათ შორის „ნაცმოძრაობის“ წევრებსაც, რომლებსაც ასევე დაევალებოდათ ტყის ფონდის ბუნებრივი მდგომარეობის აღდგენა. შესაბამისად, ეს ყველაფერი არის მასკარადი. ნაცვლად იმისა, რომ ყურადღება გამახვილდეს იმაზე, რომ სწორედ „ქართული ოცნების“ დროს ჰექტრობით გაიზარდა დაცული ტერიტორიების ტყის ფონდის საზღვრები, შემუშავდა ახალი კანონმდებლობა გარემოს დაცვის სფეროში, შემოვიდა ტყის მდგრადი დაცვის პრინციპები და საქართველოს ყოველ ასეთ წამოწყებაში მხარს უჭერს ევროკავშირი, ისინი ცდილობენ, აქცენტი გააკეთონ ისეთ საკითხებზე, რომლებიც საერთოდ განხილვასაც არ უნდა ექვემდებარებოდეს. მათი პოპულისტური განცხადებები აბსოლუტურად მიუღებელია და როგორც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მოვუწოდებ, ხმამაღალი განცხადებების ნაცვლად, მიიღონ მონაწილეობა ახალი კანონმდებლობის შემუშავებაში, რომელიც რომელიც აბსოლუტურად ჰარმონიზებულია ევროკავშირის კანონმდებლობასთან. ეს არის ტყით დროებითი სარგებლობა, რაც დაშვებული იყო „ნაციონალური მოძრაობის“ დროსაც და დაშვებულია მთელ მსოფლიოში. ნაცვლად იმისა, რომ ღია ტენდერები გააპროტესტონ, ვურჩევ მათ, კარგად გაიხსენონ მათივე დაწყებული რეფორმა, რომელიც გულისხმობდა ტყეების განკერძოებას კერძო პირებზე. ამის ფარგლებში ათასობით ჰექტარი ტყე გადავიდა კერძო საკუთრებაში. მეტიც, თბილისის გარშემო ტყის ფონდის მთელი ტერიტორია, რომელიც მოიცავს წყნეთს, წავკისს, კიკეთს და ა.შ., გადავიდა კერძო მფლობელობაში. სამარცხვინოა, რომ მათგან ვისმენ გარემოს დაცვაზე რაღაც კომენტარებს“, - აცხადებს მაია ბითაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner