„ნაციონალებო“, თქვე უტიფრებო! სანამ უკრაინის მხარდამჭერ პეტიციაზე იზრუნებდეთ, იქნებ ჯერ ქართველ ხალხს აგვიხსნათ, კონკრეტულად რა მოღალატეობრივ შეთანხმებას მოაწერეთ ხელი რუსეთთან ომის „მოგებისთანავე“ -ამის შესახებ წერს ნანა კაკაბაძე, სოციალურ ქსელში.
არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი ნანა კაკაბაძე „ნაციონალურ მოძრაობას“ სოციალურ ქსელში მიმართავს.
„ნაციონალებო“, თქვე უტიფრებო! ყოფილნო თუ ამჟამინდელნო! რომლებიც პასუხისმგებლნი ხართ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის რღვევასა და 20%-ის გასხვისებაზე, სანამ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობაზე ივიშვიშებთ და მხარდამჭერ პეტიციაზე იზრუნებდეთ, იქნებ ჯერ ქართველ ხალხს აგვიხსნათ, კონკრეტულად რა მოღალატეობრივ შეთანხმებას მოაწერეთ ხელი რუსეთთან ომის „მოგებისთანავე“, კაპიტულაციისა და ცეცხლის შეწყვეტის ცალმხრივი ვალდებულებების გარდა? საქართველოსთვის ზიანის მომტან კიდევ რა დათმობებზე წახვედით რუსეთთან? პ.ს. „უკუდო ხარი თავისთვის არ იყო და სხვებს ბუზებს უგერიებდაო“, - წერს ნანა კაკაბაძე.