ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, სილვიუ დომენტეს შეხვდა.
მხარეებმა Сovid-19-თან დაკავშირებით, არსებული მდგომარეობა განიხილეს, ისაუბრეს ვაქცინაციის კიდევ უფრო გააქტიურების კუთხით მიმდინარე და დაგეგმილ აქტივობაზე. განიხილეს მედიკამენტზე ხელმისაწვდომობის გაზრდის კუთხით არსებული მექანიზმები და ამ პროცესში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ჩართულობაზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო პირველადი ჯანდაცვის მიმდინარე რეფორმას, ასევე არაგადამდები დაავადებების პრევენციის კუთხით გასატარებელ ღონისძიებებს.
„განვიხილეთ ის პრიორიტეტული საკითხები რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და სამინისტროს თანამშრომლობით მიმდინარეობს. მთავარი პრიორიტეტი რა თქმა უნდა არის Covid-19 ის მართვა, მზად ვართ დავეხმაროთ საქართველოს საპასუხო ღონისძიებების გასატარებლად როგორც ტესტირების მიმართულებით, ასევე პაციენტების მეთვალყურეობის კუთხით. ამასთანავე, მნიშვნელოვანია მოსახლობის ვაქცინაცია, განსაკუთრებით კი მოწყვლადი ჯგუფების. კოვიდის გარდა, ჯანდაცვის მიმართულებით მიმდინარე რეფორმები განვიხილეთ, აქ უმნიშვნელოვანესია პირველადი ჯანდაცვის რეფორმა, რომელიც ფაქტობრივად მზად არის და ამ რეფორმაში დიდი ძალისხმევა ჩაიდო, რადგან რეფორმა პირველადი ჯანდაცვის სერვისებზე თანაბარ ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს“, - განაცხადა სილვიუ დომენტემ.