logo_geo
eng_logo
ზაზა მარიდაშვილი: ნაციონალური მოძრაობის რეგრესი აშკარად შეუქცევადი ხასიათისაა და მათი პოლიტიკური მრუდი კატასტროფულად დაღმავალია
- +

29 იანვარი. 2022. 12:53

 

 

„ზეპოლარიზაცია სწორედ რომ ზუსტი შეფასებაა რადგანაც რევოლუცია, ვადამდელი არჩევნების მიღწევა ან საბოტაჟი პარლამენტში - ეს არის ნაციონალური მოძრაობის სამი სცენარი, ამ განსხვავებებმა დაქსაქსა და კიდევ უფრო დაასუსტა ეს პარტია, ისე რომ რეგრესმა აშკარად შეუქცევადი ხასიათი მიიღო“, - წერს იურისტი ზაზა მარიდაშვილი Facebook-ის გვერდზე.

 

მისი თქმით, ნაციონალური მოძრაობის რეგრესი აშკარად შეუქცევადი ხასიათისაა და მათი პოლიტიკური მრუდი კატასტროფულად დაღმავალია

 

„ზეპოლარიზაცია სწორედ რომ ზუსტი შეფასებაა რადგანაც რევოლუცია, ვადამდელი არჩევნების მიღწევა ან საბოტაჟი პარლამენტში - ეს არის ნაციონალური მოძრაობის სამი სცენარი, ამ განსხვავებებმა დაქსაქსა და კიდევ უფრო დაასუსტა ეს პარტია, ისე რომ რეგრესმა აშკარად შეუქცევადი ხასიათი მიიღო.

 

ლოგიკას და რეალობას მთლიანად აცდენილი პატიმარი სააკაშვილი ისევ რევოლუციური განწყობებით გამოირჩევა, ნაციონალების ერთი ჯგუფისთვის რევოლუცია მიუღებელია და ხსნას ვადამდელ არჩევნებში ხედავენ; არის მესამე ჯგუფიც, რომელიც ცდილობს პარლამენტში შევიდეს და ახლა იქედან მოაწყოს დესტრუქცია, ჩაშალოს საპარლამენტო პროცესები;

 

სამივე სცენარი ნათლად მიუთითებს, რომ ეს ჯგუფი სრულიად ვერ აცნობიერებს რეალობას და ამ რეალობაში საკუთარ ძალზე არასახარბიელო მდგომარეობას; სააკაშვილის უადგილო, დროში და სივრცეში აცდენილმა განცხადებებმა ეს პარტია ფაქტობრივად დაუძლეველი კრიზისის ზღვარზე მიიყვანა. ნაციონალებმა საზოგადოების მხარდაჭერა დაკარგეს (არ ვგულისხმობ კერპთაყვანისმცემლებს, რომლებიც სააკაშვილის გამო საკუთარ ოჯახსაც კი გაწირავენ, არათუ ქვეყანას);

 

2020 წლის არჩევნების შემდეგ, საერთაშორისო საზოგადოების თვალის ასახვევად პარლამენტში შესულმა ნაციონალებმა მხოლოდ ერთი კანონპროექტი დააინიცირეს, ისიც „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ და ესეც საკუთარ თავზე ზრუნვით; არავითარი სოციალური, ეკონომიკური, ინფრასტრუქტურული თუ სხვა სახის ინიციატივები მათი მხრიდან არ ყოფილა; ახლაც, პარლამენტში შესვლა განიხილება მხოლოდ საკუთარი პარტიისა და მათი ბელადის ინტერესებიდან გამომდინარე;

 

ამას მშვენივრად ხედავს საზოგადოება!

აქედან გამომდინარე, ალოგიკურია, რომ იგივე საზოგადოებამ ნაციონალებს მხარი დაუჭირონ ვადამდელი არჩევნების მოთხოვნის შემთხვევაში; რა აზრი აქვს? უკვე ყველასთვის გასაგებია, რომ ამ ჯგუფს ხელისუფლებაში მოსვლის გარეშე საერთოდ არ აინტერესებს ქვეყნის ბედი; შესაბამისად, აშკარად იკვეთება, რომ ხელისუფლებაში მოსვლა თვითმიზანია, რომლისათვისაც ნაციონალები ხშირად იყენებენ ყალბ მესიჯებს;

 

ამასაც მშვენივრად ხედავს საზოგადოება!

დაბოლოს, სააკაშვილისთვის სანატრი რევოლუცია; ამ თემაზე სერიოზული მსჯელობა შეუძლებელია; მელას რაც ელანდებოდა ის ესიზმრებოდაო; ჰოდა, ნახავს რაღაც სიზმარს ეს სააკაშვილი და შემდეგ, დარწმუნებული, რომ სწორედ ისაა თანამედროვე აღმაშენებელიც და მესიაც, ახმოვანებს სიზმრებს და უკვე ძალიან ბევრ ადამიანს აბეზრებს თავს;

 

თავისთვად, საზოგადოება უკვე კარგად ხედავს ამასაც!

 

 

სწორედ ამ მიზეზების გამო ვამბობ, რომ ნაციონალური მოძრაობის რეგრესი აშკარად შეუქცევადი ხასიათისაა და მათი პოლიტიკური მრუდი კატასტროფულად დაღმავალია“, - წერს ზაზა მარიდაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner