logo_geo
eng_logo
გიორგი ვაშაძე: ეს ხომ არ ნიშნავს, რომ რესპუბლიკური პარტია უზენაეს სასამართლოზე საკუთარ გავლენას მიიღებს?
- +

7 მარტი. 2016. 17:45


იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე პრეზიდენტის მიერ წარდგენილ ანა დოლიძეს უსმენენ, საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიორგი ვაშაძემ ისაუბრა. როგორც მან განაცხადა, ანა დოლიძე პირდაპირ აფილირებულია კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიასთან - „რესპუბლიკელებთან". ვაშაძემ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროს გიორგი აბაშიშვილს მიმართა, რომელმაც დეპუტატებს დოლიძის კანდიდატურა წარუდგინა:

 

„კანდიდატურა პირდაპირ აფილირებულია კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიასთან, ამ შემთხვევაში „რესპუბლიკელებთან". სწორედ მას შემდეგ, რაც პარტიამ აიღო თავდაცვის მინისტრის კვოტა, მოადგილედ დაინიშნა ანა დოლიძე. ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს კიდევ უფრო მეტ კითხვის ნიშანს გააჩენს, იმიტომ, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლე უნდა იყოს მართლაც მიუკერძოებელი და ხომ არ ნიშნავს ეს, რომ რესპუბლიკური პარტია უზენაეს სასამართლოზე საკუთარ გავლენას მიიღებს ამ შემთხვევაში?" - განაცხადა ვაშაძემ.  


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner