logo_geo
eng_logo
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა 2014 – 2015 წლების ანგარიში
- +

4 აგვისტო. 2016. 14:35



კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ ბოლო 2 წლის განმავლობაში ჩატარებული სამუშაოების ამსახველ კატალოგში დაწვრილებითაა აღწერილი 2 წლის განმავლობაში 48 ძეგლზე ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოები. ალბომში შეტანილია სააგენტოს მიერ განხორციელებული საპროექტო სამუშაოების ჩამონათვალი და ვიზუალური მასალა. მოთხრობილია ინსპექტირებისა და ნებართვების სამსახურის საქმიანობაზე; საქართველოს სხვადსხვა რეგიონში არსებული მუზეუმებსა და იქ არსებული ექსპონატების სარესტავრაციო სამუშაოების შესახებ; საგენტოს, აგრეთვე, აქვს ძალიან წარმატებული საგანმანათლებლო პროგრამები, რომელში მონაწილეობასაც სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები მოზარდები იღებენ. გამოცემაში აღწერილია, თუ როგორ ჩატარდა სააგენტოს თანამშრომლების მიერ სხვადასხვა კულტურული ძეგლების აღნუსხვა-დოკუმენტირება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საქართველოს საზღვრებს გარეთ არსებულ კულტურული მემკვდრეობის ძეგლებზე. წარმოდგენილია არქეოლოგიური კვლელვების დროს 2 წლის განმავლობაში აღმოჩენილი ნივთების ნუსხა და ფოტომასალა.


ესაა 240 გვერდიანი ალბომი, რომელშიც დეტალურადაა აღწერილი ის შრომა, რაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს ორი წლის განმავლობაში გაუწევია. ნებისმიერ დაინტერესებული პირს ექნება საშუალება, მოიძიოს მისთვის საჭირო ინფორმაცია საქართველოში არსებული, და ბოლო 2 წლის განმავლობაში რეაბილიტირებული ძეგლების შესახებ.



იხილეთ სრული ანგარიში:

http://www.heritagesites.ge/upload/file/1470047199.pdf


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner