logo_geo
eng_logo
საქართველოში 1 033 კოვიდინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა მძიმეა
- +

29 იანვარი. 2022. 13:08

 

 

ამ ეტაპზე, საქართველოში 1 033 მძიმე კოვიდინფიცირებული პაციენტია, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე კი 274 პირი იმყოფება.

 

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 033 პირი, მათ შორის, თბილისში - 432, აჭარაში - 141, იმერეთში - 293. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 274 პირი, მათგან თბილისში - 153, აჭარაში - 48, იმერეთში - 27. 2 091 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 184 - თბილისში, 647 - აჭარაში. 128 068 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

 

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 145 508 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 995 328, გარდაიცვალა 14 911 პაციენტი.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

 

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner