logo_geo
eng_logo
თამთა მეგრელიშვილი: რაო, მიხეილ, აბა, მეგის ქარდავას არ ვიცნობდიო?! იცნობდი და თან როგორ - ქონებასაც ჩუქნიდი
- +

29 იანვარი. 2022. 13:31

 

 

„ეს იმ სერიიდანაა, მიხეილ სააკაშვილი საკუთარი რეჟიმის ჯალათებს ქონებას რომ საჩუქრად ურიგებდა და ახლა უარყოფს, მათთან ნაცნობობასაც კი გამორიცხავს“, - წერს სოციალურ ქსელში თამთა მეგრელიშვილი და აქვეყნებს მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, მის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ფიზიკური პირის მეგის ქარდავას ძმისთვის ლევან ქარდავასთვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ.

 

„ეს იმ სერიიდანაა, მიხეილ სააკაშვილი საკუთარი რეჟიმის ჯალათებს ქონებას რომ საჩუქრად ურიგებდა და ახლა უარყოფს, მათთან ნაცნობობასაც კი გამორიცხავს.

 

2011 წლის 16 ნოემბერს პრეზიდენტის

მიხეილ სააკაშვილის

 

#16/11/05 განკარგულებით ლევან ქარდავას

 

მეგის ქარდავას ძმას 1 ლარად კოჯორში მდებარე 2501 კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ტყის ზონა) გადაეცა. (საკადასტრო კოდი: 81.01.06.325).

რაო, მიხეილ, აბა, მეგის ქარდავას არ ვიცნობდიო?!იცნობდი და თან როგორ - ქონებასაც ჩუქნიდი“, - წერს მეგრელიშვილი facebook - ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner