„ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი მაია ორჯონიკიძე „მთავარი არხის“ დირექტორმა ნიკა გვარამიამ ფეისბუკმეგობრებიდან წაშალა. ამის შესახებ ინფორმაციას მაია ორჯონიკიძე ფეისბუკგვერდზე წერს:
„მომილოცეთ, გვარამიამ ფრენდებიდან ამომშალა. ფორმალურად - ნათია მეგრელიშვილისადმი სოლიდარობის გამო, რეალურად - მელიასადმი ჩემი პოზიციის გამო. ჰო, ნათიაც ამოშალა და ამათ უნდათ არჩევნების მოგება, თუმცა რაღაის არჩევნები და რაის მიშა?! ვინმეს ახსოვს ან ერთი ან მეორე? პრიორიტეტების მიხედვით საზოგადოების კრისტალიზაცია გრძელდება“, - წერს მაია ორჯონიკიძე.