logo_geo
eng_logo
ლაშა დარსალია ბრიუსელის შეხვედრებში მონაწილეობს
- +

29 იანვარი. 2022. 17:43

 

 

ბრიუსელში იმყოფება ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე ქართული დელეგაციის ხელმძღანელი ლაშა დარსალია.

 

დარსალია პარტნიორებთან რუსეთიდან მომავალ გაზრდილ საფრთხეებსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე საუბრობს. მარტში ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ამ წლის პირველი რაუნდია დანიშნული.

 

„ჩვენ ყველა იმ გამოწვევებს განვიხილავთ, რის წინაშეც დგას როგორც საქართველო, ასევე მთელი რეგიონი. ასევე, თუ როგორია ჩვენი ხედვა ევროპულ უსაფრთხოებასთან მიმართებაში; რუსეთსა და უკრაინას, რუსეთსა და დასავლეთს შორის განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირები; როგორია ჩვენი აღქმა საფრთხეებთან დაკავშირებით. ყველა ეს არის ნიუანსები, რომელთა შესახებაც ჩვენ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს ვესაუბრებით.

 

საქართველოსთვის უმთავრესი გამოწვევა ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციაა. შესაბამისად, განვიხილავდით იმ ნაბიჯებს, რომელიც ამ საკითხთან მიმართებაში უნდა გადაიდგას. მათ შორის უშაუალოდ ჟენევის დისკუსიების ჭრილშიც“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner