„საფრთხეების საპასუხოდ, ევროკავშირი, ისევე, როგორც ნატო, არიან ერთიანები და მტკიცე თავიანთ სულისკვეთებაში, განზრახვებსა და გადაწყვეტილებებში. რა თქმა უნდა, ისინი ასევე ერთიანები არიან საქართველოს მხარდაჭერაში“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ.
„ევროპული უსაფრთხოების კონტექსტში, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იყო, რომ რუსეთს კიდევ ერთხელ მოსთხოვეს საქართველოდან საოკუპაციო ძალების გაყვანა და მან პატივი უნდა სცეს წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს“, - განაცხადა ბერაიამ.