„ახალი ნავსადგური იძლევა საშუალებას, საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურამ დამატებით 3,5 მლნ ტონა ტვირთი გაატაროს“, - „პეის ჯგუფის“ დამფუძნებელმა, ირაკლი კერვალიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, აღნიშნულმა პროექტმა საქართველო და მათი კომპანია სხვადასხვა ინვესტიციისთვის საიმედო პარტნიორად აქცია.
„ეს პორტი ძალიან მნიშვნელოვანია ფოთისთვის, როგორც სანავსადგურე მნიშვნელობის ქალაქისთვის, ასევე მთლიანად მთელი ქვეყნისთვის. ახალი ნავსადგური იძლევა საშუალებას, საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურამ დამატებით 3,5 მლნ ტონა ტვირთი გაატაროს. ამ პროექტმა საქართველო და ჩვენი კომპანია აქცია საიმედო პარტნიორად სხვადასხვა ინვესტიციისთვის, რომელსაც ველოდებით, რომ ჩვენი ქვეყანა უახლოეს მომავალში მიიღებს“, - განაცხადა კერვალიშვილმა.
ფოთში ახალი საზღვაო ნავსადგურის გახსნის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.