logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ სამხარაძე ევროკავშირისა და ნატოს ელჩებთან შეხვედრის შემდეგ: ისინი კარგად ხვდებიან, რომ თუ არ გააჩერეს რუსეთი, შემდგომი სამიზნე იქნება თვითონ ევროკავშირის წევრები
- +

29 იანვარი. 2022. 18:00

 

 

„ოთხივე ელჩმა აღნიშნა, რომ ასეთი ერთიანობა, რაც რუსეთმა თავისი მუქარით მოახერხა ევროკავშირში წევრ ქვეყნებს შორის, ძალიან დიდი ხანია არ ყოფილაო“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნიკოლოზ სამხარაძემ „ქრონიკას“ ბრიუსელში, ევროკავშირისა და ნატოს ელჩებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

 

„ისინი კარგად ხვდებიან, რომ თუ აქ არ გააჩერეს რუსეთი, შემდგომი სამიზნე იქნება თვითონ ევროკავშირის წევრები. არანაირი სცენარის გამორიცხვა არ შეიძლება, რადგან მათ არ იციან რა ნაბიჯი შეიძლება გადადგას რუსეთმა და შესაძლებელია როგორც სამხედრო ინტერვენცია, ასევე შესაძლებელია, რომ სხვა ნაბიჯები გადაიდგას. ისინი მზად არიან დიალოგისთვის, მოლაპარაკებებისთვის და მათი მთავარი პოლიტიკური ამოცანა ახლა არის, რომ როგორმე შეაჩერონ ეს დაძაბულობა“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

 

ბრიუსელში მყოფი საქართველოს პარლამენტის წევრებმა შეხვედრები გამართეს ევროკავშირის და ნატოს ელჩებთან. მთავარი თემა რუსეთის ქმედებები და მეზობლების მიმართ განგრძობადი აგრესიული რიტორიკაა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner