logo_geo
eng_logo
დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო მოხალისეების განაცხადების მიღებას იწყებს
- +

4 აგვისტო. 2016. 14:40


 

დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტ ZRDA-ს მხარდაჭერით, იწყებს მასშტაბურ საინფორმაციო კამპანიას. კამპანია გულისხმობს, დევნილთათვის საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის სტრატეგიის განხოეციელების 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმაში ასახული საარსებო წყაროების შექმნისკენ მიმართული პროგრამების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას დევნილებში.


კამპანია ტარდება მოხალისეთა აქტიური ჩართულობის საფუძველზე. შერჩეული მოხალისეები კარდაკარის პრინციპით გაავრცელებენ ინფორმაციას დევნილთა ჩასახლებებში.


მოხალისეების შერჩევა მოხდება შემდეგი კრიტერიუმების საფუძველზე:

  • 18-29 წლამდე;
    სტუდენტი ან კურსდამთავრებული;
    უპირატესობა მიენიჭება დევნილის სტატუსის მქონე აპლიკანტს;
    უპირატესობა მიენიჭება სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე აპლიკანტს (100 000 სარეიტინგო ქულაზე ნაკლები).

მუშაობის პერიოდში მოხალისეებს აუნაზღაურდებათ კვების და ტრანსპორტირების ხარჯები.

დაინტერესების შემთხვევაში განაცხადის შევსება შესაძლებელია სააგენტოს საიტზე http://livelihood.gov.ge

განაცხადების მიღების ბოლო ვადა - 07/08/2016.


საინფორმაციო კამპანიის დასრულების შემდეგ, მოხალისეებს გადაეცემათ კამპანიაში მონაწილის სერტიფიკატები.


კამპანია ტარდება სამეგრელო-ზემო სვანეთის, შიდა ქართლის და ქვემო ქართლის რეგიონებში.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner