ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, შევა თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში ეს მათი გადასაწყვეტია. საპარლამენტო უმრავლესობის წვერი აღნიშნავს, რომ თუ მათ (ნაციონალურ მოძრაობა“) კონკრეტული პირობა ექნებათ, მმართველი გუნდი ამის გათვალისწინებას არ აპირებს.
„არის პარლამენტი, მათ („ნაციონალური მოძრაობა“) ამ პარლამენტში გარკვეული ადგილები მოპოვებული აქვთ და უნდა შემოვიდნენ და იმუშაონ. არანაირ წინაპირობას და პირობას ჩვენ მათ არ დავუკმაყოფილებთ. მოვიდნენ პარლამენტში და როგორც წესი და რიგია ისე იმუშაონ. შემოვლენ თუ არ შემოვლენ, ეს მათი გადასაწყვეტია. მათ ოპოზიციური ფლანგისთვის დამანგრეველი პოლიტიკური ტაქტიკა და სტრატეგია აირჩიეს და ამის ნაყოფს იმკიან დღეს. 2 წლის თავზე ვერ გადაუწყვეტიათ პარლამენტში უნდა იმუშაონ თუ არა“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.