logo_geo
eng_logo
ნოტარიუსთა პალატამ ნოტარიუსების საერთო კრება ჩაატარა
- +

29 იანვარი. 2022. 19:25

 

 

საერთო კრებაზე ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე დავით ფუტკარაძემ 2021 წლის ანგარიში წარადგინა. ამასთან, კრებაზე ნოტარიუსებმა ნოტარიუსთა პალატის 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს და განიხილეს წლიური გეგმები.

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ სიტყვით მიმართა ნოტარიუსებს, ისაუბრა ქვეყნის სამართლებრივი უსაფრთხოების და ადამიანის უფლებების რეალიზაციის პროცესში ნოტარიუსების საქმიანობის განსაკუთრებულ წვლილზე და მადლობა გადაუხადა ნოტარიუსებს მათი მოღვაწეობისათვის.

მინისტრმა ნოტარიუსებს სამომავლო გეგმებიც გააცნო და ისაუბრა საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომლის თანახმად, ნოტარიუსთა ზღვრული ასაკის 65-დან 70 წლამდე გაზრდა იგეგმება.

გამგეობის თავმჯდომარემ იუსტიციის მინისტრს ნოტარიუსთა პალატის და თითოეული ნოტარიუსის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და დაგეგმილი სიახლეები წარუდგინა. სულ მალე მოქალაქეებს ონალიან სანოტარო მომსახურების მიღება მობილური აპლიკაციის საშუალებით შეეძლებათ. მობილურ აპლიკაციაში, ასევე, ინტეგრირებული იქნება სხვა სასარგებლო ფუნქციონალი - სანოტარო ბიუროების რუკა, ნოტარიუსების სამუშაო გრაფიკი.

კრების ბოლოს ახალდანიშნული ნოტარიუსების ფიცის დადების ცერემონიალი გაიმართა, რომლებმაც გასულ წელს გაიარეს სამინისტროში ჩატარებული შესარჩევი კონკურსი და ნოტარიუსების პოზიციაზე დაინიშნენ. ნოტარიუსთა პალატას 15 ახალი ნოტარიუსი შეუერთდა, რითაც გაიზარდა სანოტარო მომსახურების ხელმისაწვდომობა და დასახლებათა რიცხვი, სადაც შესაძლებელი გახდა სანოტარო მომსახურების მიღება. ახალდანიშნული ნოტარიუსები არიან: თეა ციცხვაია, ნინო თვალმიხელაშვილი; თეა ედიშერაშვილი, თამთა მაისურაძე, ლალი ზვიადაძე, მარი ჯვარშეიშვილი, ნიკოლოზ ბერიკაშვილი, ნათია ჯმუხაძე, გიორგი მეტრეველი, ლანა კიკვაძე, ქეთინო ტუნაძე, გვანცა მიქიაშვილი, ანა იმერლიშვილი, მარიამ მაკარიძე, ეკატერინე ნიკოლაძე, სალომე გვარჯალაძე, ლიანა მოდებაძე, ნინო კაკაბაძე.

საერთო კრებაზე ნოტარიატის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მოქმედ ნოტარიუსებს ,,საპატიო ნოტარიუსის" და ,,დამსახურებული ნოტარიუსის" წოდებები მიენიჭათ.

,,საპატიო ნოტარიუსის" წოდება მიენიჭა ნოტარიუსებს: მერაბ ფარჯიკიას, ნანი სიდამონიძეს, მედეა დემეტრაშვილს, რომან კოსტანიანს, ეკატერინე მარშანიას. ,,დამსახურებული ნოტარიუსის" წოდებით კი დაჯილდოვდნენ ნოტარიუსები: ირმა ფირცხალავა, ალექსანდრე მამისაშვილი, თამარ ფიცხელაური, მაია მეტრეველი, იამზე ქუთათელაძე-იოსელიანი, ბელა მაკალათია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner