logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ სამხარაძე უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაზე: ასეთი დოკუმენტები ერთიანობის მაჩვენებელი უნდა იყოს, ვიდრე პოლიტიკური ქულების დაწერის
- +

29 იანვარი. 2022. 22:10

 

 

ის ფაქტი, რომ უკრაინის შესახებ რეზოლუცია გახდა საჯილდაო ქვა და პარტიებმა გადაწვიტეს, რომ პოლიტიკური ქულები დაიწერონ, ჩემთვის ძალიან უსიამოვნო და მიუღებელია - ასეთი რეზოლუციები ერთიანობის მაჩვენებელი უნდა იყოს, ვიდრე პოლიტიკური ქულების დაწერის, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისივე თქმით, ასეთი ტიპიპის რეზოლუციების ჯობდა, რომ საგარეო კომიტეტს გაეკეთებინა განცხადება, სადაც ისედაც ყველა პარტიაა წარმოდგენილი.

„იცით, რომ წინასწარ მოხდა ამ რეზოლუციის დარეგისტრირება ისე, რომ არანაირო კონსულტაციები არ იყო და მე მიმაჩნია, რომ ეს გზა, რომელიც ოპოზიციამ აირჩია, არასწორია, როდესაც ასეთი ტიპის დოკუმენტებზე მუშაობა მიმდინარეობს“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

მისივე თქმით, კარგია, „ნაციონალური მოძრაობა“ მიხვდა იმას, რომ ალტერნატიული რეზოლუციების დაყენებას, მმართველ პარტიასთან კონსულტაციის გარეშე, აზრი არა აქვს.

„რეზოლუციის მისაღებად მმართველი პარტიის მხარდაჭერაა საჭირო - სხვანაირად რეზოლუცია პარლამენტში ვერ გავა. საპარლამენტო რეზოლუციასაც თავისი დატვირთვა აქვს და არ შეიძლება ის ფარატინა ქაღალდად აქციო - ეს არის ქვეყნის უმაღლესი სანანომდებლო ორგანოს ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი და ამ დოკუმენტს უნდა ჰქონდეს წონა“, - განაცხადა სამხარაძემ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner