ჟურნალისტმა, ინგა გრიგოლიამ სოციალურ ქსელში შემდეგი სახის სტატუსი გამოაქვეყნა:
„ნუ შემომივარდებით და ნუ დამიწყებთ პოლიტიკური ქვეტექსტების ძებნას ამ სტატუსში. ძალიან გამაღიზიანა კალაძეზე და გლდანზე ატეხილმა ამბავმა და მომინდა დამეწერა…. ახლა რომ აიწია ერთი ამბავი და ვნებათაღელვა , მართლა არ ჰქონდა თბილისში ბინა კახის, მართლა გლდანში ცხოვრობდა ,მგონი მამიდასთან , მართლა ძალიან უჭირდა,რამდენადაც ვიცი და არაფერი ტყუილი არ უთქვამს…. პლუს- გლდანი თბილისი არააო, ეგ არ უთქვამს. ობიექტურიბა ძალიან მნიშვნელოვანია კრიტიკისას .ნუ დავკარგავთ. წლების წინ ყველანი რომ ვამაყობდით მისი საფეხბურთო წარმატებებით,ეგეც მისი შრომის შედეგი იყო . იმ ნათესავის სახლიდან, გლდანიდან დადიოდა სავარჯიშოდ ))))))))). ხოდა ,რა უბედურებაა ეს გლდანი თბილისი არაას აგორება, თან როცა არ უთქვამს. P.s- ,,ოცნების,, დავალებით არ ვწერ სტატუსს