logo_geo
eng_logo
დავით ჩიხელიძე: ფოთის პორტის ახალი ნავსადგურის გახსნა, ერთგვარი სიგნალია ინვესტორებისთვის, რომ საქართველოში ფული დააბანდონ
- +

29 იანვარი. 2022. 23:02

 

 

„საქართველოსთვის და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის ფოთის პორტი მნიშვნელოვანი და სტრატეგიული ობიექტია, რომელიც ევროპასა და აზიას შორის ერთგვარ კარიბჭეს წარმოადგენს“, - ამ სიტყვებით ეხმაურება დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურის გახსნას, რომლის ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა,  აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, ასევე საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, დიპლომატიური კორპუსისა და საზღვაო ინდუსტრიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

ჩიხელიძის თქმით, ინფრასტრუქტურული კუთხით საქართველოს პროგრესი სახეზეა:

 

„ფოთში ახალი ნავსადგურის გახსნა საქართველოს ეკონომიკური განვითარებისკენ გადადგმული მორიგი ნაბიჯია, რაც ეკონომიკის სტიმულირებას და საქართველოს რეგიონული როლის ზრდას გამოიწვევს. საქართველოს აქვს რესურსი გახდეს რეგიონის ეკონომიკური და საგანმანათლებლო ცენტრი, აღნიშნულის მისაღწევად აუცილებელია ინფრასტრუქტურის განვითარებას, პროცედურების სიმარტოვე, საკანონმდებლო ბაზა და სხვა.

 

ინფრასტრუქტურული კუთხით საქართველოს პროგრესი სახეზეა, ასევე, გვაქვს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური საგადასახადო ბაზა და კანონმდებლობა. მსგავსი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები გვაჩვენებს, რომ საქართველოში ბიზნესის განვითარებისთვის საჭირო კლიმატი არის, სახელმწიფო ბიზნესის განვითარებისთვის ყველაფერს აკეთებს. ფოთის პორტის ახალი ნავსადგურის გახსნა ერთგვარი სიგნალია ინვესტორებისთვის, რომ საქართველოში ფული დააბანდონ. აღსანიშნავია, მთავრობის მეთაურის ირაკლი ღარიბაშვილის და მმართველი გუნდის პოლიტიკური ნება, რომელთა ჩართულობის გარეშე აღნიშნული მასშტაბის პროექტი ვერ განხორციელდებოდა. ახალი ნავსადგური აუცილებლად გაზრდის ტვირთბრუნვას და მწარმოებლებს აღარ მოუწევთ ალტერნატიული მარშრუტების ძებნა, გაზრდილი ტვირთბრუნვა, მეტ დასაქმებულ ადამიანს და ბიუჯეტში შეტანილ ფულს ნიშნავს, რომელიც ჩვენი ქვეყნის განვითარებას მოხმარდება“, - აცხადებს დავით ჩიხელიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner