logo_geo
eng_logo
თამარ ჩერგოლეიშვილი: ეს ჭკუასუსტი ღამურა ვისი სახელით საუბრობს ხომ არ იცით?
- +

29 იანვარი. 2022. 23:50

 

 

„ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი ოპოზიციონერ გიგი უგულავას  ჭკუასუსტ ღამურას უწოდებს.

 

ჩერგოლეიშვილის თქმით, უგულავას არ გააჩნია არც ღირებულებები და არც თავმოყვარეობა.

 

„ეს ჭკუასუსტი ღამურა ვისი სახელით საუბრობს ხომ არ იცით? ვინაა, რას წარმოადგენს? თავის თავზე ილაპარაკოს, თვითონ არც ღირებულებები გააჩნია, არც პრინციპები, არც იდეოლოგია და არც თავმოყვარეობა – ეს ვიცით. მეხუთე პარტია ევროპული საქართველოა და ამ პარტიას ღირებულებითი უფსკრული აქვს ძალებთან, რომლებიც „ქართულ მიწას არ ყიდიან“ და „ჩამოთრეულებს“ იგერიებენ (ეს ერთია, უამრავ განსხვავებას დავწერ). ლელო (მეოთხე ეგა, ოდნავ გვისწრებს) და ხაზარაძე-ჯაფარიძე თუ აძლევენ მათი სახელით საუბრის უფლებას – მათი ნებაა. ეს დასაცინი ღამურა ჩვენი სახელით ვერაფერს იტყვის“, – წერს ჩერგოლეიშვილი facebook გვერდზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner