logo_geo
eng_logo
რომან კაკულია: მთელი მსოფლიო მსჯელობს - რას იზამს პუტინი
- +

30 იანვარი. 2022. 02:01

 

 

მთელი მსოფლიო მსჯელობს - რას იზამს პუტინი. მან ერთი რამ გააკეთა, რომ მთელი მსოფლიო მის პასუხს ელოდება - ამის შესახებ საზოგადოებრივი ორგანიზაცია „პოლიტიკური არჩევანის“ დამფუძნებელმა რომან კაკულიამ „შაბათის ქრონიკაში“ განაცხადა.

„მისი ფსიქოტიპი უნდა იცოდე, რომ მიხვდე ამ ადამიანის ბუნებაში რა შეიძლება ახლა ხდებოდეს. ჩემი აზრით, მას თავისის ცხოვრების დასასრული ასე წარმოუდგენია - მივიდეს ანდროპოვის საფლავთან, ყვავილები მიიტანოს და უთხრას - მე აღვასრულე ჩემი და შენი ცხოვრების ერთობლივი მიზანი. ამისთვის ცხოვრობს ეს კაცი. ის, მოიქცევა ისე, რაც არის მისი ცხოვრების მიზანი - რომ მოვიდა, პირველი რაც გააკეთა, საბჭოთა კავშირის ჰიმნი აღადგინა“, - განაცხადა რომან კაკულიამ.

მისი თქმით, პუტინის ნაბიჯების გადადგმა ძალიან რთული გამოსაცნობია.

„წერილი, რომელიც პუტინს მიართვეს, ერთ კვირაში, 30-მა ნატოს წევრმა ქვეყანამ მობილიზებულად პასუხი მოამზა და გაუგზავა ერთ ადამიანს, რომელიც ახლა ზის და მთელი მსოფლიო ელოდება, რას იტყვის. გასაგებია, რომ პუტინი თამაშობს და ამ თამაშში მიხვდა, რომ დანარჩენი მსოფლიო ვერასოდეს გადადგამს იმ ნაბიჯს, რასაც ის თვითონ გადადგამს, დაველოდოთ - არ მინდა გავაკეთო ცუდი პროგნოზი“, - განაცხადა რომან კაკულიამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner