logo_geo
eng_logo
სერჯიო მატარელა იტალიის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს
- +

30 იანვარი. 2022. 10:04

 

მომდევნო 7 წლის განმავლობაში, იტალიის პრეზიდენტი კვლავ სერჯიო მატარელა იქნება, - ამის შესახებ BBC წერს.

 

80 წლის მატარელას სურდა, თანამდებობა დაეტოვებინა, თუმცა, როგორც ადგილობრივი მედია წერს, პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ ის დაარწმუნა, იტალიის „სტაბილურობისთვის“, თანამდებობაზე დარჩენას დათანხმებოდა.

 

აღსანიშნავია, რომ კოალიციურმა პარტიებმა ვერ შეძლეს, საერთო კანდიდატზე შეთანხმებულიყვნენ.

 

ზედიზედ მე-7 კენჭისყრაზე, პარლამენტის მიერ პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, მატარელამ აღნიშნა, რომ ქვეყნის წინაშე არსებული ჯანდაცვისა და ეკონომიკური გამოწვევების გათვალისწინებით, დიდ პასუხისმგებლობას გრძნობს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner