მომდევნო 7 წლის განმავლობაში, იტალიის პრეზიდენტი კვლავ სერჯიო მატარელა იქნება, - ამის შესახებ BBC წერს.
80 წლის მატარელას სურდა, თანამდებობა დაეტოვებინა, თუმცა, როგორც ადგილობრივი მედია წერს, პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ ის დაარწმუნა, იტალიის „სტაბილურობისთვის“, თანამდებობაზე დარჩენას დათანხმებოდა.
აღსანიშნავია, რომ კოალიციურმა პარტიებმა ვერ შეძლეს, საერთო კანდიდატზე შეთანხმებულიყვნენ.
ზედიზედ მე-7 კენჭისყრაზე, პარლამენტის მიერ პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, მატარელამ აღნიშნა, რომ ქვეყნის წინაშე არსებული ჯანდაცვისა და ეკონომიკური გამოწვევების გათვალისწინებით, დიდ პასუხისმგებლობას გრძნობს.