logo_geo
eng_logo
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ხობში მოსახლეობას მთავრობის მიერ შემუშავებული წამახალისებელი პროგრამები გააცნეს
- +

30 იანვარი. 2022. 11:21

 

საყოველთაო ვაქცინაციის კამპანიის ფარგლებში ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში ადგილობრივ მოსახლეობას იმუნიზაციის გააქტიურებისთვის მთავრობის მიერ შემუშავებული ახალი წამახალისებელი პროგრამები გააცნეს.

 

კოვიდ-რეგულაციების დაცვით, მოქალაქეებთან გამართულ შეხვედრაზე სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ვაქცინაციის აუცილებლობაზე გაამახვილეს ყურადღება და აღნიშნეს, რომ ვაქცინაციის წახალისების 200-ლარიანი პროგრამის თებერვალში გაგრძელება და 50 წლის ასაკის ზემოთ ე.წ. ბუსტერ დოზით აცრილებისთვის 100-ლარიანი დახმარების განხორციელება იმუნიზაციის ტემპს კიდევ უფრო გაზრდის.

 

შეხვედრაზე ხობის  საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა შორენა საბახტარაშვილი ადგილობრივებს არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება გააცნო და არსებულ იმუნიზაციის ცენტრებზე ინფორმაცია მიაწოდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner