logo_geo
eng_logo
უკრაინაში აშშ-ის სამხედრო დახმარების მეოთხე პარტია ჩავიდა
- +

30 იანვარი. 2022. 12:17

 

უკრაინაში აშშ-ის სამხედრო დახმარების მეოთხე პარტია - 81 ტონა საბრძოლო მასალა ჩავიდა, - ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.

 

„მე-4 თვითმფრინავმა უკრაინას 81 ტონა სხვადასხვა კალიბრის საბრძოლო მასალა მიაწოდა“, - წერს უკრაინის თავდაცვის მინისტრი ალექსეი რეზნიკოვი Twitter-ზე.

 

მისივე თქმით, უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობების გასაძლიერებლად უფრო მეტი ამერიკული სამხედრო-ტექნიკური დახმარება, სავარაუდოდ, მომავალ კვირას ჩავა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner