უკრაინაში აშშ-ის სამხედრო დახმარების მეოთხე პარტია - 81 ტონა საბრძოლო მასალა ჩავიდა, - ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.
„მე-4 თვითმფრინავმა უკრაინას 81 ტონა სხვადასხვა კალიბრის საბრძოლო მასალა მიაწოდა“, - წერს უკრაინის თავდაცვის მინისტრი ალექსეი რეზნიკოვი Twitter-ზე.
მისივე თქმით, უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობების გასაძლიერებლად უფრო მეტი ამერიკული სამხედრო-ტექნიკური დახმარება, სავარაუდოდ, მომავალ კვირას ჩავა.