logo_geo
eng_logo
კონგოს სასამართლომ 2017 წელს გაერო-ს ექსპერტების მკვლელობისთვის 51 ადამიანს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა
- +

30 იანვარი. 2022. 12:40

 

კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის სასამართლომ 2017 წელს გაერო-ს ექსპერტების მკვლელობისთვის 51 ადამიანს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. ათეულობით ადამიანს ოთხ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ასამართლებდნენ მკვლელობის გამო, რომელმაც დიპლომატიური წრეების შეშფოთება გამოიწვია.

 

მედიის ინფორმაციით, ამ ეპიზოდთან დაკავშირებით ძირითადი კითხვები პასუხგაუცემელი რჩება.

 

ამერიკელი მაიკლ შარპი და შვედი ზაიდა კატალანი გაუჩინარდნენ კასაის რეგიონში ძალადობის გამოძიების დროს. აღნიშნული პირები გაერო-ს მიერ იყვნენ დაქირავებული.

 

გაერო-ს ექსპერტები იძიებდნენ მასობრივი საფლავების საქმეს, რომლებიც დაკავშირებულია მთავრობასა და ადგილობრივ ჯგუფს შორის სისხლიან კონფლიქტთან. მათი ცხედრები სოფელში 2017 წლის 28 მარტს, დაკარგვიდან 16 დღის შემდეგ იპოვეს.

 

არეულობა კასაის რეგიონში 2016 წელს დაიწყო, რაც ადგილობრივი ლიდერის მკვლელობით იყო გამოწვეული. კონფლიქტს 3 400-მდე ადამიანი ემსხვერპლა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner