logo_geo
eng_logo
ბიძინა გიორგობიანი: ნაცები ტყეზე ისე გულამოსკვნით ტირიან, თითქოს 2007 წლიდან ბოლო ამოსუნთქვამდე, თვითონ არ გადასცეს ჩინურ და ბელგიურ ფირმებს 220.000 ჰა ტყე სამრეწველო ჭრისათვის
- +

30 იანვარი. 2022. 13:06

 

„ნაცები ტყეზე ისე გულამოსკვნით ტირიან თითქოს 2007 წლიდან ვიდრე ბოლო ამოსუნთქვამდე, თვითონ არ გადასცეს ჩინურ და ბელგიურ ფირმებს 220.000 ჰა ტყე სამრეწველო ჭრისათვის. მოსავლელად და რეკრეაციული მიზნით კი არა, სამრეწველო ჭრისათვის და ეს ტყეები (სამეგრელოში, თიანეთში, ახმეტაში, ყვარელში) დღეისათვის სრულად დეგრადირებულია“, - ამის შესახებ ეკონომისტი, გარემოს დაცვის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი ბიძინა გიორგობიანი სოციალურ ქსელში წერს.

 

მისი თქმით, ასევე, დეგრადირებულია აჭარის ტყეები, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი პარლამენტარი იაშა შერვაშიძე და თურქი მეწარმეები ჭრიდნენ ხეებს:

 

„სწორედ „ნაცი“ მოხელეები (ყოფილი სატყეო სამსახურის უფროსი) ხდებოდნენ ლიცენზირებული ჩინური ფირმის დირექტორები, ლიცენზიის გაცემიდან ერთი კვირის შემდგომ. სამრეწველო ჭრისათვის გადაცემული ტყეებიდან, სამასალე მორი მიდის ქუთაისის თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში, სადაც 2007 წელს „ხე-ტყის“ დამზადების 20-წლიანი ლიცენზიის ჩინელი და მათ სახელს ამოფარებული ნაცი მეპატრონეები, ამუშავებენ. ქუთაისსა და სამეგრელოს სოფელ ლიაში ფუნქციონირებს მორის გადამამუშავებელი ორი ჩინური ქარხანა. ქუთაისში „ჰუალინგ ჯგუფის“ აქვს ავეჯის საწარმო, მაგრამ ქართულ ბაზარზე მათი ნაწარმი საერთოდ არ იყიდება. ის პირწმინდად ექსპორტზე გადის. ასეა ეს ამბები, მეგობრებო, და თუ ქართველმა ნახევარი ჰექტარი ტყის ნაწილი აუქციონზე, სარეკრეაციო მიზნით და ყველა კანონის დაცვით იქირავა, მხოლოდ მოწონებას იმსახურებს პირადად ჩემგან.

 

მეტსაც ვიტყვი, „ნაცები“ და მათი ლიბერტალიანელი გურუ, კახა ბენდუქიძე საერთოდ აუქციონის წესით აპირებდნენ ტყეების გაყიდვას და ძნელი მისახვედრი არ იყო, ვის ხელში აღმოჩნდებოდა იგი. იგივე ეხება კავკასიური სოჭის თესლის ლიცენზიას, მიწების მასიურ გაყიდვას უცხოელებზე და კიდევ უამრავ საკითხს, რომელსაც ნაცპარტია დღეს სხვას უკიჟინებს.

 

P.S. დავამატებ, ვიდრე ვინმე არანორმალურს ჩვენი ტყეების უცხოელ „ინვესტორებზე“ გადაცემა მოუვა იდეად, სჯობს, მის განსახელმწიფოებრიობაზე ვიფიქროთ. არსებობს აღმოსავლეთ ევროპაში აპრობირებული რამდენიმე მეთოდი, რითაც შეიძლება ტყეებს ქართველი მეპატრონეები გამოუჩნდეს, შემდგომი გაყიდვის აკრძალვის დათქმით და ტყეთსარგებლობის წესების სრული დაცვის პირობებში“, - წერს ბიძინა გიორგობიანი სოციალურ ქსელში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner