logo_geo
eng_logo
იენს სტოლტენბერგი: რუსეთის შეჭრის შემთხვევაში, NATO უკრაინაში სამხედროების გაგზავნას არ გეგმავს
- +

30 იანვარი. 2022. 18:33

 

„უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში, NATO უკრაინაში სამხედროების გაგზავნას არ გეგმავს“, – ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა „ბიბისისთან“ ინტერვიუში განაცხადა.

 

სტოლტენბერგის თქმით, NATO-ს კოლექტიური თავდაცვის ვალდებულება, რომ ერთ მოკავშირეზე თავდასხმა ყველა მოკავშირეზე თავდასხმად განიხილება, არ ვრცელდება უკრაინაზე, რადგან უკრაინა ალიანსის წევრი არ არის.

 

„ჩვენ არ ვგეგმავთ NATO-ს ჯარისკაცების განთავსებას უკრაინაში. NATO-ს მოკავშირეებს ჰყავთ ტრენერები, ჩვენ ვეხმარებით მათ შესაძლებლობების გაძლიერებაში, მათი თავდაცვის მოდერნიზებაში, მათ შორის კიბერთავდაცვის ჩათვლით. NATO-ს  მოკავშირეები ასევე უზრუნველყოფენ აღჭურვილობას, თავდაცვით იარაღს, ისევე როგორც დიდმა ბრიტანეთმა, მაგალითად, ტანკსაწინააღმდეგო იარაღი მიაწოდა. ასე რომ, ჩვენ ბევრ რამეს ვაკეთებთ, რათა დავეხმაროთ უკრაინას, გააძლიეროს თავისი შესაძლებლობები და საკუთარი თავის დაცვა, მაგრამ უკრაინა არ არის NATO-ს მოკავშირე. ასე რომ, 100%-იანი უსაფრთხოების გარანტია, რომ ერთ მოკავშირეზე თავდასხმა გამოიწვევს პასუხს მთელი ალიანსისგან, ეხება NATO-ს მოკავშირეებს და არა ახლო, ძვირფას პარტნიორებს“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner