logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: უინტერესო გახდა „ნაცმოძრაობის“ პოზიცია პარლამენტში შესვლასა და არ შესვლასთან დაკავშირებით
- +

30 იანვარი. 2022. 19:07

 

„ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლა-არ შესვლის საკითხი „უინტერესო გახდა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

 

„ეს არც, ჩვენთვის და მგონი, არც ხალხისთვის არ არის საინტერესო. საერთოდ, უინტერესო გახდა „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია პარლამენტში შესვლასა და არ შესვლასთან, გამოსვლასთან დაკავშირებით. ყველამ იცის, რომ ამით არაფერი იცვლება. რეალურად, მთავარი არ იცვლება, ეს არის ამ პოლიტიკური პარტიის ბუნება. ეს არის დესტრუქციული პოლიტიკური პარტია, მათ არ შეუძლიათ სხვანაირად მოქმედება. აქედან გამომდინარე, როდის შევლენ და როდის გამოვლენ პარლამენტში, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, მით უმეტეს, რომ პარლამენტში მუშაობასთან ერთად საუბრობენ დესტრუქციულ ელემენტებზე. აქედან ყველაფერი ნათელია“, - აღნიშნავს კობახიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner