logo_geo
eng_logo
მივიწყებული ჰანგები და უხუცესთა ფერხული ზღვისპირა ქალაქში
- +

4 აგვისტო. 2016. 15:26


 

 

Check in Georgia-  ფარგლებში  ზღვისპირა ქალაქი ფოლკლორის დღეებს" მასპინძლობს. ბათუმის ბულვარში,  4 აგვისტოს,  19:00 საათზე კოლონადებთან მაყურებლის წინაშე  თბილისის ქალთა ფოლკლორული ანსამბლინანინა"  და  ხულოს უხუცესთა ქორეოგრაფიული ანსამბლიბერმუხა" წარსდგებიან.

 

ანსამბლი „ნანინა" ზღვისპირა ქალაქში ქართულ ტრადიციულ სიმღერებს შეასრულებს, მათ შორის იმ სიმღერებსაც, რომელთაც ქალთა ტრადიციულ ყოფაში მკაცრად მხოლოდ ქალები ასრულებდნენ; მათ შორის - თითქმის მივიწყებულ ვარიანტებს, რომელთაც ანსამბლმა ახალი სიცოცხლე მიანიჭა. ანსამბლი „ბერმუხა" კი მოსულ სტუმრებს ქორაოგრაფიის საუკეთესო ნიმუშებს შესთავაზებს. მნიშვნელოვანია, რომ „ბერმუხა" ჯგუფს წევრების ასაკის გამო დაერქვა. უხუცესთა ანსამბლის უმთავრესი მიზანი მშობლიური კუთხის საცეკვაო ფოლკლორის შენახვა და მომავალი თაობისთვის გადაცემაა. მათ მიერ გამართულ საღამოს, ადგილობრივებთან ერთად, უცხოელი ტურისტებიც დაესწრებიან. კონცერტი ფოლკლორის სახელმწიფო  ცენტრის ორგანიზებით  იმართება.

 

უნიკალური ქართული ფოლკლორი  უცხოელების განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს, შესაბამისად, მისი  პოპულარიზაცია ტურისტული პოტენციალის ამაღლებას შეუწყობს ხელს. Check in Georgia-  ფარგლებში ანსამბლინანინა"  სოლოკონცერტს გამართავს. ჩვენი  სურვილია კიდევ ერთხელ  ამ ლამაზ ქალაქში ჩამოსულ სტუმრებს ვაჩვენოთ ქართული ხალხური შემოქმედება," - მიაჩნიათ ფესტივალის ორგანიზატორებს.


აგვისტოს პირველმა კონცერტმა არაჩვეულებრივად ჩაიარა. ფოლკლორის დღეების ფარგლებში მსმენელის წინაშე წარდგა ქალაქ რუსთავის ანსამბლები: "თუთარჩელა" და "მე რუსთველი". 2 აგვისტოს, თბილისური ანსამბლი "ერთობა" ეწვია ბათუმს და ფოლკლორის დღეების ფარგლებში გამართა სოლო კონცერტი. ბულვარში შეკრებილ საზოგადოებას საშუალება ქონდა მოესმინა საქართველოს სხვადასხვა კუთხის ხალხური სიმღერა. გუშინ კი,  მაყურებელთა წინაშე წარდგა ზემო აჭარის ანსამბლები. ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხიხაძირის ქორეოგრაფიული ანსამბლი "ხიხანი" და ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მერისის ფოლკლორული ანსამბლი "მოყვარე".


მნიშვნელოვანია, რომ მთელი ზაფხულის განმავლობაში, ზღვისპირა ქალაქში ხალხური მუსიკისა და ცეკვის კონცერტები ყოველდღიურად იმართება. მასში მონაწილეობენ  სახელმწიფო, მუნიციპალური  და  თბილისის ანსამბლები,  რომლებიც ქართულ ხალხურ შემოქმედებას ბათუმელებსა და ბათუმის სტუმრებს 70 დღის განმავლობაში გააცნობენ. „ფოლკლორის დღეები" ბათუმში 10 სექტემბერს დასრულდება.


შეგახსენებთ, რომ ფოლკლორის დღეები"  "ჰითბათუმი 2016"-ის პროექტია, რომელიც წელს Check in Georgia- ფარგლებში 6 ივნისიდან ეწყობა.  "ჰით ბათუმი" უკვე მეორე წელია ტარდება. შარშან,  ფესტივალი ბათუმის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა, წელს კი "ჰით ბათუმი" საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით პროექტ Check in Georgia- ნაწილი გახდა. ფესტივალის ფარგლებში, "ფოლკლორის დღეებს" საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი წარმოგიდგენთ.

 

„ფოლკლორის დღეებზე" ასევე მონაწილეობენ ფოლკლორული ანსამბლები ქუთაისის, წყალტუბოს, ოზურგეთის, ზუგდიდის, ხულოს, თერჯოლის, ქედის, ზესტაფონის, ლენტეხის, ამბროლაურის, ქობულეთის, ხელვაჩაურის, შუახევის, ბათუმის და სხვა მუნიციპალიტეტებიდან, ასევე სახელმწიფო ანსამბლები: სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი "რუსთავი", აჭარის ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი „ხორუმი", აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი, სახელმწიფო ანსამბლი "ბასიანი",ქართული ხალხური სიმღერისა და გალობის გუნდი „დიდგორი" და სხვა ჯგუფები, შემსრულებლები და ანსამბლები წარდგნენ.


"საამაყოა, რომ ისეთი მასშტაბური ფესტივალი, როგორიცააჰით ბათუმი 2016"  როგორც შარშან, წელსაც სწორედფოლკლორის დღეებით" დაიწყო. წელს, ფესტივალი ანსამბლმაერისიონმა" გახსნა. შარშანდელთან განსხვავებით, ამჯერად, ფოლკლორი ზღვისპირა ქალაქში თითქმის ყოველდღიურად იქნება წარმოდგენილი. 70 დღის განმავლობაში ამავე რაოდენობის კონცერტი გაიმართება და მონაწილეობას  73-ზე მეტი ფოლკლორული ანსამბლი მიიღებს. „ჰით ბათუმი 2016"  ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას ქალაქ ბათუმში და ჩვენი უნიკალური ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის პოპულარიზაციას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია," - აღნიშნავს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი დონაძე.  

 

ქორეოგრაფიული ანსამბლიბერმუხა1982 წელს დაბა ხულოში დაარსდა, სახელი წევრების ასაკის გამო შეერქვა. ხელმძღვანელი ირაკლი მარკოიძეა, პროფესიით ქორეოგრაფი. რეპერტუარში აჭარული ცეკვებია. შესრულება- ტრადიციულიცეკვის მუსიკალური თანხლება საკრავებია: დოლ-გარმონი, ჭიბონი,ფანდურიმთავარი მიზანი მშობლიური კუთხის საცეკვაო ფოლკლორის შენახვა და მომავალი თაობისთვის გადაცემაა. მონაწილეობდა    ფესტივალებსა და კონკურსებში საქართველოსა და საზღვარგარეთ.

 

ქალთა ფოლკლორული ანსამბლი "ნანინა" 2003 წელს ჩამოყალიბდა. მისი ხელმძღვანელი ეთნომუსიკოლოგი, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის სპეციალისტი თეა კასაბურია. "ნანინას" წევრების უმეტესობა სტუდენტობიდან მეგობრობდნენ, მოგზაურობდნენ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და თავიანთ ჩაწერილ სიმღერებსაც ასრულებდნენ. პროფესიით თითქმის ყველა ეთნომუსიკოლოგია - სამუსიკო სკოლებსა და სტუდიებში ასწავლიან ქართულ ხალხურ სიმღერებს, გალობენ ტაძრებში. "ნანინას" წევრები პრაქტიკული საქმიანობის პარალელურად აქტიურ სამეცნიერო მუშაობასაც ეწევიან, მონაწილეობენ სამეცნიერო ფორუმებსა და კონფერენციებშიქალთა ფოლკლორული ანსამბლი "ნანინა" მსმენელთა წინაშე პირველად 2004 წელს თბილისში, "ქუჩის ფესტივალზე" წარსდგა. ამას მოჰყვა მრავალი კონცერტი და საქველმოქმედო საღამო.

 

სტუდენტობიდანვე "ნანინას" წევრებისათვის მისაბაძი ანსამბლები "მთიებიდა "მზეთამზეიყო. რეპერტუარის შერჩევისას, შესრულების ფორმასა და მანერაზე მუშაობისას, მუდამ ცდილობენ, მათ მიერ დამკვიდრებული ხალხური სიმღერის შესრულების სასცენო პრინციპები დაიცვან და გაითავისონ. ანსამბლის მთავარი მიზანია ხალხური საშემსრულებლო მანერისა და ფორმის (ანტიფონურობა, წამყვან ხმებში თითო სოლისტის გამორჩევა, საფერხულო და საცეკვაო სიმღერების ქმედებით შესრულება და სხვა) დაცვა. "ნანინასწევრები უკრავენ ხალხურ საკრავებზეც (ფანდური, ჩონგური, ჩანგი, ჭუნირი, გარმონი, დაირა). 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner