2008 წელს პოლიციელის მიერ მოკლული გიორგი გამცემლიძის დედა მეტროსადგურ „ისანში“ შშმ პირის მიმართ სამართალდამცველების ძალადობასა და მომხდარზე „ნაციონალური მოძრაობის“ რეაგირებას გამოეხმაურა. გულიკო გამცემლიძე მიიჩნევს, რომ ყოფილ პრეზიდენტს და მისი გუნდის წევრებს არ აქვთ უფლება პოლიცის ქმედებების გაპროტესტების უფლება.
„ყველას შეუძლია გააპროტესტოს პოლიციის რაღაც ქმედება, მაგრამ არა მიხეილ სააკაშვილსა და მის თანაგუნდელებს, რომ გამოდის ხატია დეკანოიძე და ერთი წუთით რომ წარბი არ ეხრება და თვალს რომ არ ახამხამებს, ისეთი ცივი სახით ლაპარაკობს. მაგათ იცით რა უნდოდათ? რომ ის ბავშვი როგორმე დაზიანებულიყო, გარდაცვლილიყო, ჯვარი სწერია, და გაიხარებდნენ „ნაციონალები“. აი მერე ექნებოდათ საბაბი, რომ გაეპროტესტებინათ [და ეთქვათ]: „აი, ჩვენ როგორ ვიცავთ თქვენს უფლებებს“. ეგენი არ იყვნენ, შვილები რომ დაგვიხოცეს? და მერე გამოდიან და აპროტესტებენ რამეს?“ - ამბობს გამცემლიძე „იმედის კვირასთან“ საუბრისას.
თბილისის მეტროში, შშმ პირზე, არასრულწლოვანზე ძალადობის საქმეზე დაკავებულ პატრულ-ინსპექტორებს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდათ.