„უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის გაანალიზება, მისი ძალიან ყურადღებით ჩაკითხვა, წესით არ უნდა ტოვებდეს უკმაყოფილების გრძნობას იმაზე, თუ რა არის საქართველოს სახელმწიფოს დამოკიდებულება უკრაინის კრიზისისადმი. ისინი, ვინც მოგვიწოდებენ, რომ უფრო მეტი გავაკეთოთ ვიდრე საკუთრივ რეზოლუციის ტექსტი არის. მათ მინდა ვკითხო - რა არის ეს მეტობა? მიტ უმეტეს ამის დაკვეთა არც ჩვენს საზოგადოებას აქვს და არც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ითხოვენ, რომ მსოფლიო წესრიგი ჩვენს მხრებზე ვზიდოთ“, - ასე აფასებს ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ თავმჯდომარე ვიქტორ ყიფიანი უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტს, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობამ დაარეგისტრირა.
„ამ სიტუაციაში მხარეები უფრო მეტად მოწადინებულები იქნებიან, რომ დიპლომატიის გზით იარონ და ვფიქრობ, რომ საამისო რესურსი არის. 2-3 დღეა რუსული მხრიდან ვისმენთ, რომ გარკვეული ფორმულები შესაძლოა მათთვისაც დამაკმაყოფილებელი იყო. დიპლომატებმა რომ წაიმუშაონ და იმგვარად გადაწყვიტონ, რომ არც ერთმა მხარემ დაკარგოს სახე და მეორეც ღირსეული გავიდეს ამ კონფლიქტიდან“, - განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.