„ჩვენ ვახერხებთ იმას, რომ ეს პრობლემა სამუდამოდ მოვაგვაროთ და ერთხელ და სამუდამოდ, არცერთი უსახლკარო თბილისელი არ გვყავდეს“ , - ამის შესახებ თბილისი მერმა, კახა კალაძემ „იმედის კვირას“ განუცხადა.
„დავიწყეთ მუშაობა იმაზე, რომ მოდი ჩვენ ვიყოთ ის ადამიანები, ვინც ამ ოჯახებს, ამ ადამიანებს ამ პრობლემას მოუგვარებს. მათ ჰყავთ შვილები, შვილიშვილები და ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან ეს ადამიანები. მუშაობის შედეგად, მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, გავაკეთეთ ანალიზი, მოვიფიქრეთ კონკრეტული სქემა - რა უნდა გაკეთდეს და როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემა. დავიწყეთ საბინაო ფონდის შექმნა. ჩემი დაპირება იყო, რომ ოთხასივე ოჯახი ამ ოთხი წლის მანძილზე იქნება დაკმაყოფილებული. პირველი ნაბიჯები უკვე იდგმება. მომდევნო თვიდან დაახლოებით 15-16 ოჯახს მიეცემა მუნიციპალური საცხოვრისი, სადაც ისინი ჩვეულებრივად იცხოვრებენ. ექნებათ თავიანთი ჭერი, თავიანთი სახლი, რაც ძალიან მნშვნელოვანია“, -განაცხადა კახა კალაძემ.