logo_geo
eng_logo
გივი ბერიკაშვილს სააკაშვილმა რუსთაველის პრემია წაართვა?
- +

4 აგვისტო. 2016. 15:29


 

ყველასთვის საყვარელ კინოსა და თეატრის ქართველ მსახიობს გივი ბერიკაშვილს ცოტა ხნის წინ, 83 წელი შეუსრულდა. იგი თავს ძალიან კარგად გრძნობს და მხნედ გამოიყურება.  გივი ბერიკაშვილი ჟურნალ „თბილისელებ"- ში მისთვის ყველაზე ღირებულ საჩუქარზე საუბრობს:


„ჩემი ყველაზე დიდი საჩუქარი ხალხის სიყვარულია - ქუჩაში რომ გავივლი და არ მეშინია იმის, რომ ვინმე იტყვის ეს ნაძირალა და საზიზღარი კაციო. ყველა მესალმება, მეფერება და მეუბნება, დიდხანს იცოცხლეო - ამაზე დიდი საჩუქარი არ არსებობს ჩემს ცხოვრებაში. მთელი ჩემი ცხოვრება ვცდილობ, რომ ნაწყენი არავინ დამრჩეს. თუ რამე შემიძლია, ყოველთვის მზად ვარ, ყველას დავეხმარო. ერთხელ, ერთმა ქალბატონმა გამაჩერა ქუჩაში და მითხრა: გივი, გენაცვალე, შენისთანა კაცი არ უნდა ბერდებოდესო. მე ვუპასუხე : ქალბატონო, რატომ მწყევლი, არ უნდა დავბერდე, ესე იგი ახალგაზრდა უნდა მოვკვდე-მეთქი? უი, მომიკვდეს თავი, ეგ არ მიფიქრიაო. უბრალოდ, ყველას ისე უყვარხართ და პატივს გცემენ, რომ, მინდა სულ ახალგაზრდა და ხალისიანი იყოთო", - აღნიშნავს ბერიკაშვილი.

 

გივი ბერიკაშვილი, ასევე, იხსენებს მისთვის მინიჭებულ  რუსთაველის პრემიაზე, რომელიც მაშინდელმა პრეზიდენტმა სხვას გადასცა:


„ალბათ, თუ რამე ჯილდო და პრემია არსებობს, ყველა მიღებული მაქვს და ყოველი მათგანი ჩემთვის ძალიან ძვირფასია. თეატრის წინ ვარსკვლავს რომ გაგიხსნიან ამაზე ღირებული საჩუქარი რა უნდა იყოს?! რუსთაველის პრემია  მივიღე და წამართვეს: რუსთაველის პრემიის კომისიამ ერთხმად გადაწყვიტა, რომ ჩემთვის მოენიჭებინათ ეს პრემია, მაგრამ, რატომღაც, მაშინდელმა პრეზიდენტმა წამშალა და სხვა ჩაწერა ჩემ მაგივრად. ახლანდელმა მთავრობამ ხელისუფლებაში მოსვლიდან მალევე მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჩემთვის ეს პრემია მოენიჭებინათ", - ამბობს ბერიკაშვილი.

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner