logo_geo
eng_logo
გია ცაგარეიშვილი „ნაცმოძრაობაზე“: შფოთავენ, ნერვიულობენ. პარლამენტში მუშაობის საკითხი პირველ რიგში თავიანთ ბელადთან ვერ გაურკვევიათ
- +

30 იანვარი. 2022. 23:54

 

„13 წლის განმავლობაში, რაც პარლამენტში გავატარე, ფაქტობრივად არცერთი სხდომა არ გამიცდენია, არც საკომიტეტო, არც სასესიო. პირველ რიგში ამით შეურაცხყოფას აყენებ შენს ამომრჩეველს და შენს ქვეყანას, რომელსაც შენი ხმა სჭირდება პარლამენტში. ვინც არ უნდა იყო“, - ამის შესახებ გია ცაგარეიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. „ქართული ოცნების“ წევრი, რომელმაც პარლამენტში კახა კუჭავა უნდა ჩაანაცვლოს, „ნაციონალური მოძრაობის“ საკანონმდებლო ორგანოში მუშაობის საკითხსაც გამოეხმაურა.

 

„რა თქმა უნდა შფოთავენ, ნერვიულობენ. პირველ რიგში ვერ გაურკვევიათ თავიანთ ბელადთან. ის ამ ქვეყანაში არ იმყოფებოდა და ფაქტობრივად ხელით მართავდა თავის პარტიას და ქართულ ე.წ. დემოკრატიულ ოპოზიციას. ახლა სულ აქ არის, მიუხედავად იმისა, რომ სულ საპატიმროშია გამოკეტილი და, რა თქმა უნდა შიშის ზარს სცემს თავის პარტიას. ყველა შესციცინებს თვალებში, ფიქრობენ რას იტყვის. თუ ნებას დართავს და ეტყვის: „შებრძანდით პარლამენტში“, რა თქმა უნდა, შევლენ და დაიწყებენ მუშაობას“, - განაცხადა ცაგარეიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner