„საქართველოში ფარმაცევტული ბაზარი არის კონცენტრირებული, გამოირჩევა ჰოლდინგური ჯგუფების გარკვეული მოცემულობით და ჰოლდინგური ჯგუფების ქონა განაპირობებს კომერციულს ინტერესს და მოქალაქეებისთვის მეტი დანახარჯის შესაძლებლობას“, - ამის შესახებ ირაკლი ლექვინაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის თქმით, ქვეყანაში იმპორტირებულ წამლებზე ფასნამატი 1000%-საც კი აქცევს.
„საქართველოში გვყავს 160-მდე იმპორტიორი. თუ მსხვილი ჯგუფების საშუალო ფასნამატი არის დაახლოებით 7-25%-ის ფარგლებში, რაც სავსებით ნორმალურია, საქართველოს ბაზარზე ვხვდებით მცირე იმპორტიორებს, რომელთა ფასების ნამატები ხშირ შემთხვევაში აღემატება 200, 300, 500%-ს და 1000%-იანი მატებაც კი არის“, - განაცხადა ლექვინაძემ.
გამოსავალს ლექვინაძე ელექტრონული რეცეპტების დანერგვაში ხედავს. მისი თქმით, ეს საქართველოს მოქალაქეებს მედიკამენტებზე დანახარჯების შეუმცირებს.
„მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში დაინერგოს ელექტრონული და ჯენერიკული რეცეპტების სისტემა, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ სისტემის მოწესრიგება მოქალაქეს მისცემს არჩევანის საშუალებას და უპასუხებს არაკეთილსინდისიერი მარკეტინგის ფაქტებს, რაც დღეს რეალურად ზრდის ჩვენს დანახარჯს“, - განმარტავს ლექვინაძე.