„ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ყველა მოქალაქისთვის ეს პროცესი, რომელიც კონკურენციის სააგენტომ დაიწყო და სრულიად ჩავერთეთ ბიზნესიც რეკომენდაციის გაცვლის თვალსაზრისით. მზაობა ყველა მხრიდან, იქნება ეს მსხვილი ბიზნესი, საშუალო თუ წვრილი, მზაობას გამოვხატავთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად ვიოპერიროთ და იოპერირონ მედიკამენტების შემომტანებმა. რაც შეიძლება მალე დადგეს მოსახლეობისთვის ეს სიკეთე და თურქეთის ბაზარი გაიხსნას“, - ამის შესახებ ბიზნესასოციაციის ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელმა ნინო კობახიძემ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
„მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად შეამცირა ჯანდაცვის უწყებამ რეგისტრაციის ვადა. თუ იყო 45 დღე, დაიყვანა 7 დღემდე. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენს ბიზნეს ასოციაციაში შემავალმა კომპანიებმაც უკვე ზუსტად იციან რა მოცულობის, რა რაოდენობის წამლებს შემოიტანენ დღეს ბაზარზე. ვეთანხმები კონკურენციის სააგენტოს იმ პოზიციას, რომ მხოლოდ თურქეთი ბაზრის გახსნაზე ვერ შევჩერდებით, რადგან ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოწესრიგდეს ის ბაზარი, რასაც ჰქვია ჯენერიკებისა დანიშვნა, რასაც ჰქვია ელექტრონული რეცეპტების მართვა. იმიტომ, რომ მხოლოდ სიიაფე არ განსაზღვრავს მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობას, არამედ განსაზღვრავს სწორი დანიშნულება, სწორი ხარისხის მედიკამენტების დანიშვნა, პოლიფარმაციათან ბრძოლა“, - განაცხადა ნინო კობახიძემ.