შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტყიბულის შახტაში მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
შეგახსენებთ, ტყიბულის შახტაში აფეთქება მოხდა. ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის მაჟორიტარი დეპუტატის ბეჟან წაქაძის ინფორმაციით, ტყიბულის შახტაში მომხდარი აფეთქების შედეგად 9 ადამიანი მძიმედ დაშავდა, ხოლო ერთი გარდაიცვალა.