logo_geo
eng_logo
შსს-მ ტყიბულის შახტაში მომხდართან დაკავშირებით, რა დროსაც ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო რამდენიმე დაშავდა, გამოძიება დაიწყო
- +

31 იანვარი. 2022. 10:55

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტყიბულის შახტაში მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

 

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

 

შეგახსენებთ, ტყიბულის შახტაში აფეთქება მოხდა. ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის მაჟორიტარი დეპუტატის ბეჟან წაქაძის ინფორმაციით, ტყიბულის შახტაში მომხდარი აფეთქების შედეგად 9 ადამიანი მძიმედ დაშავდა, ხოლო ერთი გარდაიცვალა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner